ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


28 February 2018
მასშტაბური დასაქმების ფორუმი საქართველოს უნივერსიტეტში

საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მოწვევით, 26 თებერვალს უნივერსიტეტს წამყვანი კომპანიების წარმომადგენელები ეწვივნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაეცნენ შრომით ბაზარს, პირისპირ შეხვდნენ და  მიიღეს  ამომწურავი ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლისგან.

ფორუმში მონაწილეობა 30-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო, მათ შორის: თიბისი დაზღვევა; პეესპე; ევექსი; საქართველოს ბანკი; „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“; მედალფა; მითანა; Discover Georgia; Holiday Georgia; იუსტიციის უმაღლესი საბჭო; Insurance Company Unison; ნიკორა; სადაზღვევო კომპანია „ალფა“; Adjara Group Hospitality; ალდაგი; პალიტრა ჯგუფი; ევროპის ბიზნეს სკოლა; ნატახტარი; საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო; ვიანორი; კინგსი საქართველო; მეტრო მარტი; ეივონი; ბიბლუსი; ოდისეა; თბილისის ბიზნეს სახლი და სხვა.

დასაქმების ფორუმი საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც სისტემატურად იმართება  სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების კარიერულ წინსვლას, რაზეც მეტყველებს დასაქმებული კურსდამთავრებულების მაღალი მაჩვენებელი - კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი